ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია A-ის ოქტომბრის საუკეთესო ფეხბურთელობის ნომინანტია #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია A-ის ოქტომბრის საუკეთესო მოთამაშეებს შორისაა დასახელებული, – ინფორმაციას ლიგის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
ნომინანტთა შორის ექვსი ფეხბურთელია. ნეაპოლელთა ქართველმა თავდამსხმელმა ოქტომბერში ორი გოლი გაიტანა – „ემპოლისთან“ და „მილანთან“.
სერია A-ს ოქტომბრის თვის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოზე წარდგენილები არიან:
იასინ ადლი, „ფიორენტინა“
ფრანსისკო კონსეისაო, „იუვენტუსი“
ხვიჩა კვარაცხელია, „ნაპოლი“
ნუნო ტავარეში, „ლაციო“
მატეო რეტეგი, „ატალანტა“
მარკუს ტურამი, „ინტერი“
ხმის მისაცემად შეგიძლიათ შეხვიდეთ ბმულზე.