ხვიჩა კვარაცხელია - გულშემატკივრის გვერდში დგომა ჩვენთვის დიდი სიამოვნება და დიდი მუხტია  [ვიდეო] #1TVSPORT

გიბრალტარის ეროვნულ გუნდთან გამარჯვების (4:0) შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების ლიდერმა ხვიჩა კვარაცხელიამ გააკეთა, რომელმაც პირველი გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა შეასრულა.

„უპირველესად, მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს გულშემატკივარს. დიდი ხანია, „დინამო არენაზე“ არ გვითამაშია. ძალიან მაგარი გარემო და ძალიან მაგარი ატმოსფერო იყო“, – ამბობს კვარაცხელია.

მან გიბრალტართან მოგების მნიშვნელობაზეც ისაუბრა:

„ყველას დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. ჩვენც დავუფასეთ სტადიონის გავსება და მოვიგეთ თამაში. ეს კარგი დაწყებისთვის საჭირო იყო“.

კვარაცხელია გულშემატკივრებს მოუწოდებს, რომ 12 ივნისს ბულგარეთთან მატჩში სტადიონი შეავსონ:

„გვინდა, რომ 12-შიც (ბულგარეთთან შეხვედრაზე) მოვიდნენ და მხარი დაგვიჭირონ. მათი გვერდში დგომა ჩვენთვის დიდი სიამოვნება და დიდი მუხტია“.