ხვიჩა კვარაცხელია და სირილ ნგონგე გამოჯანმრთელდნენ და კვირას „მონცას“ წინააღმდეგ სათამაშოდ მზად არიან – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
„კვარაცხელიამ, რომელმაც ევრო 2024-ის პლეი ოფში საბერძნეთთან მატჩში კუნთი გაიჭიმა, გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა და „მონცასთან“ მატჩისთვის მზად იქნება. გუნდს დაუბრუნდა სირილ ნგონგეც“, – წერია კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ნეაპოლელთა ორი მოთამაშე გამოჯანმრთელდა, მაგრამ ტრავმა მიიღო იესპერ ლინდსტრომმა – კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, დანიელმა ფეხბურთელმა თანაგუნდელებთან ერთად ვერ ივარჯიშა და მხოლოდ ინდივიდუალურად დაიტვირთა.