ხვიჩა კვარაცხელია „ფროსინონესთან“ მატჩს კუნთის გადაღლილობის გამო გამოტოვებს #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელია „ფროსინონესთან“ მატჩს კუნთის გადაღლილობის გამო გამოტოვებს #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს პირველი ტურის მატჩში „ფროსინონესთან“ „ნაპოლის“ ვერ დაეხმარება. კლუბის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი ფეხბურთელი შეხვედრას კუნთის პრობლემის გამო გამოტოვებს.

„ხვიჩა კვარაცხელიამ კუნთის გადაღლილობის გამო მთავარ გუნდთან ერთად მხოლოდ ვარჯიშის ნაწილი ჩაატარა, ის „ფროსინონესთან“ გასვლით შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს“, – წერია „ნაპოლის“ განცხადებაში.

ქართველი მოთამაშის პრობლემაზე უფრო ვრცლად გამოცემა corriere dello sport-ი წერს.

„ჯერ სეზონი არ დაწყებულა და „ნაპოლი“ პირველ პრობლემას უკვე შეეჯახა. დღევანდელი ვარჯიშის შემდეგ გამოცხადდა, რომ ხვიჩა კვარაცხელია გუნდს „ფროსინონესთან“ შეხვედრაში ვერ დაეხმარება.

მთავარი მწვრთნელი რუდი გარსია იძულებული გახდა, ჩემპიონატის პირველი გასვლითი თამაში ქართველის გარეშე ჩაატაროს. კვარაცხელია „ნაპოლის“ კუნთის გადატვრითვის გამო ვერ დაეხმარება“, – წერს პოპულარული იტალიური გამოცემა.