ხვიჩა კვარაცხელია დრიბლინგის მცდელობის კომპონენტში ევროპის ჩემპიონატზე თანალიდერია #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელია დრიბლინგის მცდელობის კომპონენტში ევროპის ჩემპიონატზე თანალიდერია #1TVSPORT

უეფა-მ ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ორი ტურის დასრულების შემდეგ ფეხბურთელების სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა.

დრიბლინგების მცდელობის კომპონენტში ტურნირზე თანალიდერი ხვიჩა კვარაცხელიაა. ქართველმა თავდამსხმელმა მეტოქის დრიბლინგით ჩამოშორება ჩემპიონატის განმავლობაში 14-ჯერ სცადა.

14-14 მცდელობა ჰქონდათ ბელგიელ ჟერემი დოკუსა და გერმანელ ჯამალ მუსიალას. მათ შემდეგ შვეიცარიელი ნდოი მოდის 13 მცდელობით.

შეგახსენებთ, რომ მეორე ტურში საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთთან ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულა მოიპოვა (1:1), მანამდე ვილი სანიოლის გაწვრთნილი ნაკრები თურქეთთან 1:3 დამარცხდა.

ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩს საქართველოს ნაკრები 26 ივნისს პორტუგალიასთან გამართავს.