საქართველოს 17-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა – ზვიად ჯელაძემ, ის 24 ფეხბურთელი გამოიძახა, რომლებიც 2019 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდისთვსი მოემზადებიან.
ზვიად ჯელაძის გუნდი, 10 ოქტომბრიდან შეკრებას სასტუმრო „მოხალისეში“ გაივლის. საბოლოოდ, სიიდან ჯელაძე 20 ფეხბურთელს შეარჩევს, რომლებიც 21 ოქტომბერს საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩების გასამართად დანიაში გაემგზავრებიან. გუნდი ესტონეთთან, რუსეთთან და მასპინძელ დანიასთან ერთად მეექვსე ჯგუფში იასპარეზებს. მატჩები 24, 27 და 30 ოქტომბერს გაიმართება.
საქართველოს 17-წლამდე ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: ლუკა ხარშილაძე („დინამო“, თბილისი), ლუკა ხარატიშვილი („სფფ აკდემია“, თბილისი), ავთო კაპანაძე („ჩიხურა“, საჩხერე)
მცველები: ლაშა კვარაცხელია, საბა ხვადაგიანი, გიორგი მირზიკაშვილი, ზურაბ ერაძე (ყველა – თბილისის „დინამო“), ნიკოლოზ კენჭაძე („საბურთალო“), საბა ჭინჭარაული („ბევერენი“, ბელგია), ანდრია დევდარიანი („ტორპედო“, ქუთაისი)
ნახევარმცველები: თორნიკე მორჩილაძე, ლევან ოსიყმაშვილი, გიორგი აბუაშვილი, დავით ზურაბიანი, ირაკლი აზაროვი (ყველა – თბილისის “დინამო“), ცოტნე ბენდიანიშვილი („კორტრაიკი“, ბელგია), შალვა ოგბაიძე („მაგდებურგი“, გერმანია), გიგი ტალახაძე („სალხინო“, მარტვილი), ზაურ თევზაძე (ქუთაისის „ტორპედო“), გიორგი ომარაშვილი („ლოკომოტივი“, თბილისი), ნიკა ტალახაძე („საბურთალო“, თბილისი)
თავდამსხმელები: ლუკა ტორონჯაძე („გაგრა“), გურამ ხვედელიძე („ტორინო“, იტალია), ნიკოლოზ კაპანაძე („ნიუ-იორკ სიტი“, აშშ)
საბა ჭინჭარაული („ბევერენი“, ბელგია), ცოტნე ბენდიანიშვილი („კორტრაიკი“, ბელგია), შალვა ოგბაიძე („მაგდებურგი“, გერმანია), გურამ ხვედელიძე („ტორინო“, იტალია), ნიკოლოზ კაპანაძე („ნიუ-იორკ სიტი“, აშშ)
ბოლო დროს, ასაკობრივ ნაკრებებში, უცხოეთში მოთამაშე ქართველებს ხშირად იწვევენ, 17-წლამდელები კი ამით გამორჩეულია: ჯელაძემ ნაკრებში – ბელგიის, გერმანიის, იტალიისა და ამერიკის ცნობილი კლუბების საფეხბურთო სკოლებიდან ხუთი ფეხბურთელი გამოიძახა.