ხვალიდან ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები გამოვლენ

22:52, 11.04.2019

ხვალიდან რუმინეთში ევროპის ჩემპიონატის წინასწარი და ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრები ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში გამართება. პარასკევს ხალიჩაზე 55, 63, 77, 87 და 130 კგ კატეგორიის ფალავნები გამოვლენ.

საქართველოს ნაკრების ღირსებას ნუგზარ წურწუმია (55 კგ), ლევან ქავჟარაძე (63 კგ), ბექა მამუკაშვილი (77 კგ), რობერტ კობლიაშვილი და იაკობ ქაჯაია (130 კგ) დაიცავენ.

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:30 საათზე დაიწყება.

მსგავსი