ერთა ლიგის მესამე ტურისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრები მზადების დასკვნით ეტაპზეა. ეროვნულ გუნდში გამოძახებული 24 ფეხბურთელი სრული დატვირთვით ემზადება.
საწვრთნელი პროცესის მეოთხე დღეს, საფეხბურთო კლუბ. „ზესტაფონის“ თბილისის ზღვის ბაზაზე, ვარჯიში ერთი საათი გაგრძელდა. ამ დროისთვის, შეკრებაზე მყოფი ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა.
ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, მატჩის წინა დღეს, საქართველოსა და ანდორის ნაკრებების მთავარი მწვრთნელების „დინამო არენაზე“ პრესკონფერნეციას ჩაატარებენ. ანდორა ამავე სტადიონზე 12 ოქტომბერს ივარჯიშებს, ხოლო საქართველოს ნაკრები – „ზესტაფონის“ თბილისის ზღვის ბაზაზე.
საქართველო – ანდორა: 12 ოქტომბრის განრიგი
17:00 – ვლადიმირ ვაისის პრესკონფერენცია – „დინამო არენა“
18:15 – კოლდო ალვარესის პრესკონფერენცია – „დინამო არენა“
19:00 – ანდორას ნაკრების ვარჯიში – „დინამო არენა“
(ღიაა საწყისი 15 წუთი)
20:15 – საქართველოს ნაკრების ვარჯიში – „ზესტაფონის“ თბილისის ზღვის ბაზა (ღიაა საწყისი 15 წუთი)