ხვალ რუსთავში საფეხბურთო აკადემია გაიხსნება
ხვალ რუსთავში საფეხბურთო აკადემია გაიხსნება

რუსთავში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო აკადემია იხსნება. პროექტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, უეფას პროგრამა „ჰეთ-თრიკისა“ და ფიფას პროგრამა „ფორვარდის“ დაფინანსებით განხორციელდა.

გახსნის ოფიციალურ ცერემონია 24 ოქტომბერს, 17:00 საათზე დაიწყება – ფეხბურთის ფედერაცისი ცნობით, მას საფეხბურთო სამყაროსთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე, ქალაქ თბილისის მერი, კახა კალაძე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ფიფას და უეფას ოფიციალური წარმომადგენლები დაესწრებიან.

რუსთავში საფეხბურთო აკადემია 6 ჰექტარზეა განთავსებული და ორი ბუნებრივსაფარიანი და ორი ხელოვნურსაფარიანი მოედანი ფუნქციონირებს.
აკადემიის ტერიტორიის, ფართობისა და კლიმატის გათვალისწინებით, მოედნებს შორის არსებული თავისუფალი სივრცეები გამწვანების ზოლით შეივსება და კომპლექსი სრულად გამწვანდება.