ხვალ, 20 იანვარს, ფუტსალის ლიგის ახალი სეზონი დაიწყება. 2021 წლის სეზონში საქართველოს ჩემპიონობისთვის ექვსი გუნდი იბრძოლებს – მოქმედი ჩემპიონი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ), „ჯორჯიანსი-თელასი“, „თბილისი“, „პსპ“, „ილიაუნი“ და კავკასიის უნივერსიტეტი (კსუ).
ფუტსალის ლიგაში სეზონის ადრეულად დაწყება სანაკრებო ინტერესებიდან გამომდინარეობს. 2 თებერვალს საქართველოს ნაკრები ევრო 2022-ის შესარჩევ ციკლში თამაშობს და პრინციპული მატჩი ელის – ავთანდილ ასათიანის გუნდი თბილისის ახალ ოლიმპიურ სასახლეში რუსეთის ნაკრებს უმასპინძლებს.
ფუტსალის ლიგის ახალი სეზონის პირველი ტურის მატჩები თბილისის ახალ ოლიმპიურ სასახლეში 13:00 საათიდან დაიწყება.
ილიაუნი – თბილისი 13:00.
თელასი – კავკასიის უნივერსიტეტი 15:00.
თსუ – პსპ 17:00.