ხუთწლიანი საქმიანობის შემდეგ - კირკიტაძემ „გაგრა“ დატოვა #1TVSPORT
ხუთწლიანი საქმიანობის შემდეგ - კირკიტაძემ „გაგრა“ დატოვა #1TVSPORT

გაგა კირკიტაძისა და „გაგრის“ გზები გაიყო. მთავარმა მწვრთნელმა გუნდი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვა, – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

„გაგა კირკიტაძემ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე „გაგრა“ დატოვა. მისი მწვრთნელობის დროს საქართველოს თასი მეორედ მოვიგეთ და უმაღლეს ლიგაში გადმოვედით. გვინდა, მადლობა გადავუხადოთ წლების განმავლობაში გაწეული სამსახურისთვის და ვუსურვოთ კარიერული წინსვლა“, – წერია „გაგრას“ განცახდებაში.

გაგა კირკიტაძე საფეხბურთო კლუბ „გაგრის“ აღზრდილია. ამ კლუბში დაიწყო მისი როგორც საფეხბურთო, ასევე სამწვრთნელო კარიერა. გუნდში 2004-2007 წლებში თამაშობდა. აქტიური საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, 2009 წელს „გაგრაში“ მწვრთნელის რანგში დაბრუნდა და პაატა გოცირიძის ასისტენტი გახლდათ.

მთავარი მწვრთნელის რანგში გუნდს პირველი ლიგაში, 2015-2016 წლების სეზონში უხელმძღვანელა და მეხუთე ადგილი დაიკავა. 2017 წელს უკრაინელი სპეციალისტის, დენის ხომუტოვის ასისტენტი იყო. მეორედ მთვარ მწვრთნელად კი 2018 წლის 19 დეკემბერს დანიშნეს და მოულოდნელად, ახალგაზრდა, სპეციალისტის ხელმძღვანელობით, „გაგრა“ საქართველოს თასს დაეუფლა და ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა.