ხუთი ქართველი მოჭიდავე ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში იასპარეზებს #1TVSPORT
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში დღეს სტარტი აიღო ევროპის ჩემპიონატმა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში. პირველ საშეჯიბრო დღეს 10 წონითი კატეგორიიდან ხუთში დაიწყო ასპარეზობები.
კონტინენტის პირველობაზე საქართველოს სახელით მედლების მოსაპოვებლად ხუთი ქართველი – ბექა ბუჯიაშვილი (57 კგ), ბექა ლომთაძე (65 კგ), ზურაბ იაკობიშვილი (70 კგ), ვლადიმერ გამყრელიძე (79 კგ) და ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ) ასპარეზობენ და ხუთივე სპორტსმენი მეოთხედფინალში იჭიდავებს.
ბექა ბუჯიაშვილი ნახევარფინალში გასასვლელად რუმინელ რამზამ მარიამ კოვაცს შეხვდება, ბექა ლომთაძემ მერვედფინალში რუმინელი სტეფამ კომანი 3:1 დაამარცხა და მეოთხედფინალში მოლდაველ მაქსიმ საკულტანს დაუპირისპირდება.70 კგ-ში ზურაბ იაკობაშვილმა მერვედფინალური შეხვედრა წარმატებით ჩაატარა და ნახევარფინალური საგზურისთვის ბულგარეთის სახელით მოასპარეზე რამაზამ რამაზანოვს შეხვდება. ვლადიმერ გამყრელიძე მეოთხედფინალში რუმინელ სპორტსმენთან იჭიდავებს, ხოლო 97კგ-ში გამოცდილი ელიზბარ ოდიკაძე აზერბაიჯანელ მადომედჰან მაგომედოვს დაუპირისპირდება.
წინასწარი ეტაპის შეხვედრები თბილისის დროით 13:30 საათიდან დაიწყო. ნახევარფინალები კი – 20:00 საათზე გაიმართება.დღევანდელ ხუთ წონაში ფინალური ბლოკი ხვალ გაიმართება.