ხუთეულში ლევანდოვსკისთან ერთად - კვარაცხელია ევროპის ტოპ-5 ლიგის ყველაზე სასარგებლო მოთამაშეებს შორისაა #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელია ევროპის ტოპ-5 ლიგის ყველაზე სასარგებლო მოთამაშეების ხუთეულში შედის გერმანული სისტემით – გოლი+პასი.
ხვიჩა კვარაცხელია ორი ვერსიით „ოქროს ბურთის“ კანდიდატებში დაასახელეს. მაგალითად, goal.com-ის ვერსიით, „ნაპოლის“ 21 წლის ქართველი თავდამსხმელი მე-15 პოზიციაზეა, მაგრამ ამავე გამოცემის სტატისტიკით, კვარაცხელია წინა პოზიციებზე მყოფ ვარსკვლავებს ასწრებს.
ხვიჩამ მიმდინარე სეზონში 9 გოლი და 9 საგოლე გადაცემა შეასრულა და მეოთხე-მეხუთე ადგილებს იყოფს პოლონელ რობერტ ლევანდოვსკისთან („ბარსელონა“) ერთად. ხუთეულში არ შევიყვანეთ კოდი გაკპო (ეინდჰოვენი), რომელმაც ნიდერლანდების ჩემპიონატში (ტოპ-5 ლიგაში არ არის) 26 შედეგიანი მოქმედებით გამოიჩინა თავი – 14 გოლი და 12 საგოლე გადაცემა.
გოლი+პასი. ტოპ-5- ლიგის ლიდერები
1 ნეიმარი (პარი სენ-ჟერმენი) 24 (13 გოლი + 11 პასი)
2 ერლინგ ჰალანდი (მანჩესტერ სიტი) 24 (21 + 3)
3 ლიონელ მესი (პარი სენ-ჟერმენი) 20 (12 +
4 ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი) 18 (9 + 9)
6 რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა) 18 (14 + 4)
6 ლეროი სანე (ბაიერნი) 16 (10 + 6)
7 ჯამალ მუსიალა (ბაიერნი) 16 (7 + 9)
8 მოჰამედ სალაჰი (ლივერპული) 15 (11 + 4)
9 კილიან მბაპე (პარი სენ-ჟერმენი) 14 (13 + 1)
10 კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი) 14 (2 + 12)
11 ჰარი კეინი (ტოტენჰემი) 13 (11 + 2)
12 რაფაელ ლეაო (მილანი) 13 (4 + 9)
13 ვინისიუს ჯუნიორი (მადრიდის რეალი) 12 (7 + 5)
14 სადიო მანე (ბაიერნი) 11 (10 + 1)
15 ფედე ვალვერდე (მადრიდის რეალი) 7 (5 + 2)
16 კარიმ ბენზემა (მადრიდის რეალი) 6 (5 + 1)