ხულიან ალვარესი კარიერას მადრიდის „ატლეტიკოში“ გააგრძელებს #1TVSPORT
მადრიდის „ატლეტიკომ“ „მანჩესტერ სიტისთან“ არგენტინის ნაკრების თავდამსხმელის, ხულიან ალვარესის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია და ფეხბურთელი მომავალი სეზონიდან ესპანურ გუნდში ითამაშებს.
ესპანური მედიის ინფორმაციით, ალვარესის სანაცვლოდ, „ატლეტიკო“, ბონუსების გათვალისწინებით, 95 მილიონ ევროს გადაიხდის, რაც „მანჩესტერ სიტისთვის“ სარეკორდო მაჩვენებელი იქნება.
მხარეები ამ მომენტისთვის შეთანხმების უკანასკნელ დეტალებთან დაკავშირებით საუბრობენ და ტრანსფერი ოფიციალურ სახეს მალე მიიღებს.
24 წლის ხულიან ალვარესი „მანჩესტერ სიტიში“ 2022 წელს „რივერ პლეიტიდან“ გადავიდა. მან ინგლისური გუნდის რიგებში ორჯერ პრემიერლიგა და ერთხელ ჩემპიონთა ლიგა მოიგო.
არგენტინის ნაკრებთან ერთად ალვარესი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია.