ხუან სებასტიან ვერონი - მანჩინი ვარჯიშებზე არამზადასავით იქცეოდა
ხუან სებასტიან ვერონი - მანჩინი ვარჯიშებზე არამზადასავით იქცეოდა

არგენტინის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ხუან სებასტიან ვერონმა გაიხსენა იტალიის ნაკრების ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელთან, რობერტო მანჩინისთან ერთობლივი ვარჯიშები. ისინი ერთად თამაშობდნენ „სამპდორიასა“ და „ლაციოში“.

„ჩემთვის რობერტო ძმასავით იყო, მაგრამ ნამდვილი არამზადა – ვარჯიშებზე. უსიამოვნო იყო მასთან ერთად ვარჯიში. საშუალება რომ მქონოდა, უბრალოდ, ვარჯიშებზე არ გამოვჩნდებოდი. უმჯობესი იყო მასთან ერთად არ გევარჯიშა, მაგრამ ის ასაკმა დააწყნარა. როგორც მწვრთნელმა, მანჩინიმ ბევრი მომცა, ის კარგი დამრიგებელია, მაგრამ როგორც კოლეგა ვარჯიშზე – პირიქით“, – თქვა არგენტინელმა „ინსტაგრამის“ ეთერში.