ხუან მარტინ დელ პორტოს მამამ ვაჟის კაპიტალის 90 პროცენტი დახარჯა #1TVSPORT
ხუან მარტინ დელ პორტოს მამამ ვაჟის კაპიტალის 90 პროცენტი დახარჯა #1TVSPORT

ტელეარხმა America-მ მოამზადა რეპორტაჟი არგენტინელ ჩოგბურთელ ხუან მარტინ დელ პოტროს ფინანსური პრობლემების შესახებ.

გაირკვა, რომ აშშ-ის ღია პირველობის ყოფილი ჩემპიონის მამამ დანიელ ორასიომ ვაჟის ქონების 90 პროცენტი გაფლანგა. კარიერის განმავლობაში დელ პოტრომ დაახლოებით 30 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, ახლა კი მხოლოდ სამი მილიონი აქვს დარჩენილი.

არასრული გაკოტრება გამოიწვია წარუმატებელმა ინვესტიციებმა. კერძოდ, ჩოგბურთელის მამამ ცხრა ათასი ჰექტარი მიწა და სპეციალური ტექნიკა შეიძინა სოიას მოსაყვანად, მაგრამ პროექტი ჩაუვარდა იმის გამო, რომ ბიზნესში ვერ ერკვეოდა.

უმცროსმა დელ პოტრომ მამის ფინანსური პრობლემების შესახებ მისი გარდაცვალების შემდეგ შეიტყო. ახლა, ჩოგბურთელი კრედიტორთა ვალების გასტუმრებით არის დაკავებული.