ხუან კუადრადოს კორონავირუსი დაუდასტურდა

20:21, 05.01.2021

იუვენტუსის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ხუან კუადრადოს კორონავირუსი აქვს და კოლუმბიელი ფეხბურთელი „მილანთან“ ხვალინდელ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

„იუვენტუსის“ ფეხბურთელებს შემოწმება მას შემდეგ ჩაუტარდათ, რაც ალექს სანდროს COVID-19 დაუდასტურდა.

ამ დროისთვის „იუვენტუსის” არცერთ სხვა ფეხბურთელს კორონავირუსი არ აქვს და ყველა მათგანი, ტრავმირებული ალვარო მორატას გარდა, ხვალინდელი მატჩისთვის ემზადება.

მსგავსი