„ბარსელონას“ ყოფილმა ვარსკვლავმა ხრისტო სტოიჩკოვმა აღნიშნა, რომ არასოდეს გადაუფასებია ხოსეპ გვარდიოლას მნიშვნელობა კატალონული კლუბის წარმატებებში.
„პეპ გვარდიოლას სამუშაო იოლი იყო, ის კარგად იცნობდა კლუბის ინფრასტრუქტურას. რაიკაარდმა შეკრიბა ძალიან კარგი გუნდი. მესი და სხვა ახალგაზრდა მოთამაშეები უკვე იწყებდნენ თამაშს მისი ხელმძღვანელობით. „ბარსელონა“ გვარდიოლათიც მოიგებდა და მის გარეშეც. მას დასჭირდა უმნიშვნელო ცვლილებების განხორციელება. ათამაშდნენ ინიესტა და პედრო, მესის უფრო მეტი სათამაშო დრო მიეცა და გუნდიც ჩამოყალიბებული იყო“, – თქვა სტოიჩკოვმა.
„ბარსელონამ“ გვარდიოლას მწვრთნელობისას 14 ტიტული მოიგო.