ხოშტარია-კოშაძის დუეტმა საქართველოს ჩემპიონობა მოიპოვა #1TVSPORT
ხოშტარია-კოშაძის დუეტმა საქართველოს ჩემპიონობა მოიპოვა #1TVSPORT

Red Bull FLICK-ის 2021 წლის საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა გიორგი ხოშტარიასა და გიორგი კოშაძის გუნდი Birdeater. მან ფინალში გუნდი Misters დაამარცხა. რომლის შემადგენლობაში არიან ლაშა შარვაშიძე და ნიკა გვასალია. ჩემპიონატის მესამე ადგილი მოიპოვა გუნდმა Deus Ex Invictaლუკა მაღლაკელიძისა და საბა მახარაძის შემადგენლობით.

ჩემპიონატში მონაწილეობა 128 გუნდმა მიიღო. 17-18 აპრილის შესარჩევის შემდეგ ფინალში მხოლოდ 8 გუნდი თამაშობდა.

საქართველოს ჩემპიონატის ფინალში მონაწილე გუნდები: birdeater; Deus Ex Invicta; arwivipeek; Chunga_Changa; Tarantula; misters; Underrated; Erenpeek

თამაშს უნიკალური კონცეფცია და ექსკლუზიური სათამაშო რუკები აქვს: ამჯერად მოქმედება ალტერნატიულ მომავალში, მაღალტექნოლოგიურ პლანეტა BU-11-ზე მიმდინარეობს, სადაც გეიმინგი გართობის მთავარი საშუალებაა, ხოლო ვირტუალურ არენებზე მონაწილეების ავატარები იბრძვიან. მათი მიზანია მიაღწიონ გეიმერებისთვის ყველაზე სასურველ, ორბიტალურ კოსმოსურ სადგურს, WI-NG:5-ს.

სამეული ფულადი პრიზებით დაჯილდოვდა.

I ადგილი: 2500 ლარი

II ადგილი: 1500 ლარი

III ადგილი: 1000 ლარი