„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ თავისი აწ უკვე ყოფილი თამაშემწის, „არსენალში“ გადასული მიკელ არტეტას შემცვლელი იპოვა. ამ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა „დეილი მეილი ავრცელებს“.
გამოცემა ამტკიცებს, რომ ეს არის ხუანმა ლილიო, რომელსაც გვარდიოლა თავის მასწავლებლად თვლის და მას „მაესტროს“ უწოდებს. ლილიო მწვრთნელად 1980 წლიდან მუშაობს და თავის დროზე ესპანეთის ჩეპიონატის ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელი იყო, როდესაც სალამანკა 30 წლის ასაკში ჩაიბარა. ის იოჰან კრუიფის მოსწავლედ ითვლება და ხოსეპ გვარდიოლას მსგავსი იდეოლოგია აქვს.
ამჟამად 54 წლის ლილიო ჩინური „ცინდაო ჰაინიუს“ ავარჯიშებს, თუმცა ძალიან მალე ის ამ კლუბს დატოვებს და ევროპაში დაბრუნდება.