„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ უარი თქვა გაუმჯობესებულ ხელფასზე, რომელსაც მას ტურნირის „იუვენტუსი“ სთავაზობდა. ფრანგული „ევროსპორტის“ ინფორმაციით, იტალიის ჩემპიონი მზად იყო ესპანელი სპეციალისტისთვის წელიწადში 20 მილიონ ევროზე მეტი გადაეხადა. გვარდიოლამ უარყო ეს მაცდური წინადადება.
გასულ სეზონze „მანჩესტერ სიტიმ“ პეპის ხელმძღვანელობით ჰეთ-თრიკი შეასრულა – მოიგო პრემიერლიგა, ინგლისის თასი და ინგლისის ლიგის თასი. ახლა, გვარდიოლას მთავარი მიზანი ინგლისურ კლუბთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგებაა. სხვათა შორის, დაიწერა, რომ ამ ამოცანის შესრულების შემდეგ, ესპანელი დატოვებს „სიტის“ და გარკვეული პერიოდი ფეხბურთისგან დაისვენებს.
გვარდიოლას უარის შემდეგ, „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე მთავარ კანდიდატად „ჩელსის“ დამრიგებელი მაურიციო სარი იქცა.