ხოსეპ გვარდიოლა „მანჩესტერ სიტისთან“ კონტრაქტს ერთი წლით გაახანგრძლივებს #1TVSPORT
ესპანელი სპეციალისტი ხოსეპ გვარდიოლა „მანჩესტერ სიტისთან“ ხელშეკრულებას ერთი წლით გაახანგრძლივებს, – ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
მოქმედი კონტრაქტი გვარდიოლას 2025 წლის 30 ივნისს ეწურება, ახალი კონტრაქტით კი ის გუნდში 2026 წლის ზაფხულამდე დარჩება.
„ქალაქელთა“ ისტორიაში 53 წლის სპეციალისტი ყველაზე წარმატებულია, მან გუნდთან ერთად ექვსჯერ პრემიერლიგა მოიგო, ხოლო 2023 წელს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა.
გვარდიოლამ „მანჩესტერ სიტი“ 2016 წელს ჩაიბარა, მანამდე ის „ბარსელონასა“ და მიუნხენის „ბაიერნს“ ავარჯიშებდა.