ხოსეპ გვარდიოლა - ამ ეტაპზე როდრი ევროპაში საუკეთესო ნახევარმცველია #1TVSPORT
ხოსეპ გვარდიოლა - ამ ეტაპზე როდრი ევროპაში საუკეთესო ნახევარმცველია #1TVSPORT

უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 2023/2024 წლის სეზონის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის შეხვედრის შემდეგ, რომელშიც „მანჩესტერ სიტიმ“ ბელგრადის „ცრვენა ზვეზდა“ 3:1 დაამარცხა, ინგლისური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ „სიტის“ ერთ-ერთი ლიდერის, როდრის შესახებ ისაუბრა.

„დიდი იმედი მაქვს, როდრი მაღალ დონეზე თამაშს გააგრძელებს. ამ ეტაპზე ის ევროპაში საუკეთესო ნახევარმცველია. გაგვიმართლა, რომ მსგავსი ფეხბურთელი შევიძინეთ.

ჩვენს გუნდში ახლა ის წამყვან ძალას წარმოადგენს, მისი სათამაშო კლასი თამაშისას მუდამ ჩანს“, – განაცხადა გვარდიოლამ.

27 წლის როდრი ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ის „მანჩესტერ სიტიში“ 2019 წლიდან ირიცხება, მის სანაცვლოდ ინგლისელებმა მადრიდის „ატლეტიკოს“ 63 მილიონი ფუნტი გადაუხადეს.

2023 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში მილანის „ინტერს“ გადამწყვეტი გოლი სწორედ როდრიმ გაუტანა.