ხოსე ლუის ჩილავერტი - მარადონას იმის ერთი პროცენტიც კი არ მოუგია, რაც მესიმ მოიგო
პარაგვაის ეროვნული გუნდის ყოფილი მეკარე ხოსე ლუის ჩილავერტი ლეგენდარულ არგენტინელებს, დიეგო მარადონასა და ლიონელ მესის ადარებს ერთმანეთს და აცხადებს, რომ ბარსელონას თავდამსხმელი უკეთესი ფეხბურთელია.
„ეჭვი არ არის, რომ მესი პლანეტის საუკეთესო მოთამაშეა. მარადონას იმის ერთი პროცენტის არ მოუგია, რაც ლეომ მოიგო. არგენტინელებმა მადლობა უნდა უთხრან მას, რომ ესპანეთის ნაკრები არ აირჩია. მისი თამაშის ცქერა ერთი სიამოვნებაა“, – მოჰყავს ჩილავერტის სიტყვები „მარკას“.
შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესი ერთადერთი ფეხბურთელია ისტორიაში, რომელმაც „ოქროს ბურთი“ ექვსჯერ მოიგო – 2009, 2010, 2011, 2012, 2015 და 2019 წლებში.