ხოსე ალესიო - საქართველოს ნაკრებთან ჩვენივე შეცდომებისთვის დავისაჯეთ #1TVSPORT
ხოსე ალესიო - საქართველოს ნაკრებთან ჩვენივე შეცდომებისთვის დავისაჯეთ #1TVSPORT

აზერბაიჯანის ფუტსალის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ხოსე ალესიომ ევრო 2022-ის D ჯგუფის სასტარტო ტურის მატჩში საქართველოს ნაკრებისგან განცდილ მარცხზე (2:3) კომენტარი გააკეთა და მიზეზად გუნდის დაშვებული შეცდომები დაასახელა:

„პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ. გარკვეულწილად ვასრულებდით ტაქტიკურ მითითებებს. ყველაფერი ისე წავიდა, როგორც ჩვენ გვინდოდა. შედეგად, ორი გოლის გატანა მოვახერხეთ. ბიჭებს ვუთხარი, ცოტა ტემპი შეენელებინათ, რადგან უკვე გვქონდა ხუთი ჯარიმა (მე-6 ჯარიმაზე პენალტი ინიშნება). გასახდელში ბიჭებს დავავალე, რომ მეტი სიფრთხილით ეთამაშათ, არ დაეშვათ შეცდომები და ტაქტიკური დავალებები შეესრულებინათ. ვფიქრობ, მეორე ტაიმი ძალიან მშვიდად დავიწყეთ. დამარცხების მიზეზი ჩვენივე შეცდომები იყო. მეტოქემ კი კარგად ითამაშა“, – განაცხადა ხოსე ალესიომ.

აზერბაიჯანის ფუტსალის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თქმით, მეორე ტურში საქართველო თუ მოიგებს, ჯგუფიდან გასვლა, ფაქტობრივად, შეუძლებელი იქნება:

„ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს შანსი. დიახ, მნიშვნელოვანი მატჩი წავაგეთ, მაგრამ წინ კიდევ ორი ​​შეხვედრა გველის. ვარჯიშებზე შეცდომებზე ვიმუშავებთ. ფეხბურთელებთან ფსიქოლოგიური კუთხით უნდა ვიმუშაოთ. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ. თუმცა ყველაფერი ჩვენზე არ იქნება დამოკიდებული. საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას მატჩის შედეგი ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ეს მატჩი ქართველებმა მოიგეს, ჯგუფიდან გასვლა გაგვიჭირდება“, – ამბობს ალესიო.