ლუკა მოდრიჩი არ დატოვებს ხორვატიის ნაკრებს ერთა ლიგის გათამაშების შემდეგ. ფინალში ხორვატებმა პენალტების სერიაში (0:0, პენალტებით – 4:5) წააგეს ესპანეთთან.
მატჩის შემდეგ ინტერვიუში მოდრიჩმა განაცხადა, რომ ჩამოყალიბდა ნაკრებში თავის მომავალზე, მაგრამ გადაწყვეტილებას მოგვიანებით გამოაცხადებს.
ხორვატული გამოცემის, 24sata-ს ინფორმაციით, „რეალის“ 37 წლის ნახევარმცველი არ გეგმავს ნაკრებში კარიერის დასრულებას. მოდრიჩს სურს, ითამაშოს ევრო 2024-ზე.
ლუკა მოდრიჩი ხორვატიის ნაკრებში 2006 წლიდან გამოდის და გუნდის რეკორდსმენია ჩატარებული მატჩების (166) რაოდენობით.