ხორვატიამ პორტუგალიას სტუმრად მოუგო [ვიდეო] #1TVSPORT
ხორვატიამ პორტუგალიას სტუმრად მოუგო [ვიდეო] #1TVSPORT

ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების მეტოქემ, პორტუგალიამ წაგებით დაასრულა კონტინენტის პირველობისთვის მზადება. რობერტო მარტინესის გუნდი შინ დამარცხდა ხორვატიასთან.

მერვე წუთზე პორტუგალიის კარში საეჭვო პენალტი დაინიშნა, რომელიც ლუკა მოდრიჩმა გამოიყენა. პორტუგალიამ მატჩში პირველი ზუსტი დარტყმა 48-ე წუთზე შეასრულა, რომლითაც გაათანაბრა ანგარიში – ზედიზედ მეორე ამხანაგურში გამოიჩინა თავი დიოგო ჟოტამ.

დაახლოებით რვა წუთში ანტე ბუდიმირმა გამარჯვების გოლი გაიტანა და ხორვატიამ 2:1 მოიგო.

ხორვატებმა შეტევაში აშკარად აჯობეს მეტოქეს – დალიჩის გუნდს 2.72 ჰქონდა გოლის მოლოდინის ინდექსი, 16-ჯერ დაარტყა და აქედან შვიდი იყო ზუსტი.

ეს იყო რობერტო მარტინესის ხელმძღვანელობით პორტუგალიის მეორე მარცხი. ბოლო ოთხ ამხანაგურ მატჩში კი გუნდმა, მინიმუმ, ორი გოლი გაუშვა.

პორტუგალიელთა რიგებში არ უთამაშია კრიშტიანო რონალდოს, რომელმაც 90 წუთი სათადარიგოთა სკამზე გაატარა.

 

პორტუგალია-ხორვატია             1:2

გოლები: 0:1 მოდრიჩი (8-პენ), 1:1 დიოგო ჟოტა (48), 1:2 ბუდიმირი (56)

პორტუგალია: დიოგო ჟოტა, დიოგო დალოტი (46. ნელსონ სემედუ), რუბენ დიაში, ინასიო, ნუნუ მენდეში (46. ჟოაო კანსელო), ბრუნო ფერნანდეში (70. ნეტო), პალინია, ვიტინია (84. მატეუშ ნუნიეში), ბერნარდო სილვა, ჟოაო ფელიქსი (46. რაფაელ ლეაო), გონსალო რამუში (46. დიოგო ჟოტა).