ხორხე სამპაოლი - მესი 35 წლის ასაკში გაიბრწყინებს მსოფლიო ჩემპიონატზე 2022-ში
ხორხე სამპაოლი - მესი 35 წლის ასაკში გაიბრწყინებს მსოფლიო ჩემპიონატზე 2022-ში

არგენტინის ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ხორხე სამპაოლი მიიჩნევს, რომ ლიონელ მესი ჯერ კიდევ შეძლებს, სათავეში ჩაუდგეს გუნდს, მიუხედავად იმისა, რომ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მარცხი განიცადა. 2022 წლის მსოფლიო თასზე თავდამსხმელი იქნება 35 წლის.

„ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი მთლიანად იხარჯებოდა მოედანზე“, -ციტირებს „მარკა“ „Marca“ სამპაოლის. – „ლეომ განიცადა, როგორც სხვებმა, როდესაც ჩვენ დავმარცხდით. მსოფლიოში საუკეთესოს ყველაზე მეტი მოეთხოვება, მაგრამ ყოველთვის ყველაფერი არ გამოდის, ჩვენ დიდი შრომა ჩავდეთ და არ გაგვიმართლა“.

მე ვფიქრობ, რომ მესის შეუძლია არა მხოლოდ მონაწილეობა მსოფლიო ჩემპიონატზე ყატარში, არამედ იქ გაბრწყინებაც. თუმცა, უნდა შეიცვალოს საფეხბურთო მიდგომა არგენტინაში.იქ სუფევს ისტერია, წყურვილი გამარჯვების ნებისმიერ ფასად. არ შეიძლება ესე,ცოტა თავშეკავებულები უმდა ვიყოთ.