ხორხე მოლინა ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელია, რომელმაც ესპანეთის ჩემპიონატში ჰეთ-თრიქი შეასრულა #1TVSPORT
ხორხე მოლინა ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელია, რომელმაც ესპანეთის ჩემპიონატში ჰეთ-თრიქი შეასრულა #1TVSPORT

ლა ლიგის მე-18 ტურის მატჩში „გრანადამ“ „მალიორკას“ უმასპინძლა და დიდი ანგარიშით დაამარცხა – 4:1.

მსპინძელთა მხრიდან ჰეთ-თრიქი შეასრულა ხორხე მოლინამ და რა თქმა უნდა, მატჩის ბედიც გადაწყვიტა.

ჰეთ-თრიქის ავტორი ესპანეთის ჩემპიონატის ისტორიაში შევიდა. საქმე ისაა, რომ ხორხე მოლინა 39 წლისა და ზუსტად 241 დღის არის.

ლა ლიგის საუკუნოვან ისტორიაში მოლინა ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე გახდა, რომელმაც ერთ მატჩში სამი გოლის გატანა მოახერხა.