ხორხე მასვიდალის მენეჯერი ჟორჟ სენტ პიერთან ბრძოლით დაინტერესებულია
ხორხე მასვიდალის მენეჯერი ჟორჟ სენტ პიერთან ბრძოლით დაინტერესებულია

ხორხე მასვიდალის აგენტ აბრაჰამ კავას ლეგენდარული კანადელი მებრძოლის ჟორჟ სენტ პიერისა და მასვიდალის დაპირისპირების ხილვა სურს.

2019 წელს, წარმოშობით კუბელმა ამერიკელმა დარენ ტილი, ბენ ასკრენი და ნეიტ დიაზი დაამარცხა და აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მებრძოლად იქცა. გარდა ამისა, ხორხემ დიაზის დამარცხებით „ყველაზე ცუდი ბიჭის“ ქამარიც დაისაკუთრა.

ხორხეს მომდევნო სავარაუდო მეტოქეებად რამდენიმე მებრძოლი სახელდება. მათ შორის არიან კონორ მაკგრეგორი და ნეიტ დიაზის უფროსი ძმა ნიკი.

ფაქტია, რომ მასვიდალს ბრძოლა უკვე მხოლოდ უმაღლესი რანგის სპორტსმენებთან სურს. რამდენიმე დღის წინ ხორხეს აგენტმა აბრაჰამ კავამ კიდევ ერთი მებრძოლის ვინაობა გაამხილა, ვის წინააღმდეგაც მასვიდალი სიამოვნებით გაინაწილებდა ოქტაგონს. ეს მებრძოლი ცნობილი კანადელი ჟორჟ სენტ პიერია.

„დიდი სიამოვნებით ვიხილავდი ამ ბრძოლას. ვფიქრობ სტილისტურად შესანიშნავი დაპირისპირება იქნება. ხორხე ს მისთვის ბევრი პრობლემის შექმნა შეუძლია“.