ხოჭოლავამ შეუცვლელად ითამაშა - „კოპენჰაგენმა“ გასვლაზე „ორჰუსი“ დაამარცხა #1TVSPORT
დათა ხოჭოლავამ მორიგი მატჩში ჩაატარა „კოპენჰაგენში“, რომელიც „ორჰუსს“ ესტუმრა და 2:0 დაამარცხა.
სუპერლიგის მე-17 ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრების მცველი დანიის ჩემპიონის ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. მართალია, „კოპენჰაგენმა“ კომფორტული სხვაობით მოიგო, მაგრამ მატჩი დაძაბული გამოდგა და მისი ბედი მხოლოდ ბოლო წუთებზე გადწყდა.
პირველი ნახევარი 0:0 დასრულდა, პირველი გოლი ნახევარმცველმა ლუკას ლერაგერმა მხოლოდ 79-ე წუთზე გახსნა, საბოლოო ანგარიში კი 90+ე წუთზე დაფიქსირდა – „ორჰუსის“ კარი ვიკტორ კრისტანსენმა აიღო.
დანიის ჩემპიონატში 17 ტურის შემდეგ „კოპენჰაგენმა“ 27 ქულა დააგროვა, მესამე ადგილზე დაწინაურდა და ნელ-ნელა პირველ პოზიციას უახლოვდება.