დათა ხოჭოლავა ჩემპიონთა ლიგაზე დონეცკის „შახტარის“ საუკეთესო მოთამაშეთა სამეულში მოხვდა – InStat-ის მონაცემების მიხედვით ინფორმაცია გუნდის ვებ გვერდზე გამოქვეყნდა.
ჩემპიონთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების 27 წლის მცველს ანალიტიკური კომპანიის სტატისტიკით საშუალოდ 283 ქულა აღმოაჩნდა და მესამე ადგილზე გავიდა.
ხოჭოლავა ოდნავ ჩამორჩა პირველ და მეორე ადგილზე გასულ ნიკოლაი სტეპანენკოს (293 ქულა) და ბრაზილიელ დოდოს (286 ქულა). საინტერესოა, რომ ქართველი მცველი უფრო წინ არის, ვიდრე შემტევი ნახევარმცველი ტეტე – ბრაზილიის ნაკრების კანდიდატი, რომელსაც ევროპულ გრანდებში იწვევენ და რომლის სატრანსფერო ღირებულებად „ტრანსფერმარკეტი“ 17 მილიონ ევროს ასახელებს. ასევე ასწრებს გუნდის სხვა ლიდერებს – ტაისონს, მარლონს, მანორ სოლომონს.
რეიტინგში მხოლოდ ის ფეხბურთელები შედიოდნენ, რომლებმაც მინიმუმ 4 მატჩი ითამაშეს. დათა ხოჭოლავამ კი მხოლდო ერთი მატჩი გამოტოვა.
„შახტარის“ ფეხბურთელთა რეიტინგი ჩემპიონთა ლიგაზე InStat-ის მიხედვით:
1. ნიკოლაი მატვიენკო – 293 ქულა
2. დოდო – 286
3. დავით ხოჭოლავა – 283
4-5 ტარას სტეპანენკო – 282
4-5 ტეტე – 282