ხოაკინ კაპაროსი - ჩრდილოეთ მაკედონიასთან კარგი შედეგის იმედი მაქვს
ხოაკინ კაპაროსი - ჩრდილოეთ მაკედონიასთან კარგი შედეგის იმედი მაქვს

სომხეთის ნაკრების ესპანელმა მწვრთნელმა ხოაკინ კაპაროსმა განაცხადა, რომ მის გუნდს ჩრდილოეთ მაკედონიასთან მძიმე მატჩი ელის, რომლის გამარჯვებულიც ერთა ლიგის C2 ჯგუფში პირველ ადგილზე გავა და ერთა ლიგის შემდეგ სეზონს B დივიზიონში ითამაშებს.

აზერბაიჯანთან მთიანი ყარაბაღის სამხედრო კონფლიქტის გამო, სომხეთი ნიქოზიაში თამაშობს, როგორც GSP Arena–ს მასპინძელი. ამის გამო კაპაროსი ნანობს, რომ მის გუნდს სახლში არ შეუძლიათ თამაში, მაგრამ პირობა დადო, რომ მისი გუნდი გამარჯვების მისაღწევად ყველაფერს გაიღებს. სომხეთის ნაკრების წევრები თავად არიან გაოგნებულები, რომ თბილისში საქართველოს ნაკრებს 2:1 მოუგეს.

„ჩვენ ტაქტიკური თვალსაზრისით კარგად მომზადებულები უნდა ვიყოთ. მოგვიწევს ჩრდილოეთ მაკედონიის მცველებზე ზეწოლა. ამიტომ მგონია, რომ ფიზიკურად ძალიან დამქანცველი მატჩი გველოდება. სამწუხაროა, რომ სომხეთში ვერ ვითამაშებთ, გვსურს კარგი შედეგის მიღწევა, რადგან ამას ყველა ელოდება. ჩვენ შევეცდებით მივაღწიოთ შედეგს და იმედი მაქვს, სპორტში მაინც გაგვიმართლებს. ბევრი ფეხბურთელი გვყავს, რომლებიც თავიანთ გუნდებში არ თამაშობენ, მაგრამ როდესაც ისინი ეროვნული მაისურით გამოდიან, იკბინებიან და ნაკრებისთვის ყველაფერს აკეთებენ. ამიტომ კარგი შედეგის იმედი მაქვს”, – თქვა კაპაროსმა.

ამ გუნდების პირველი შეხვედრა სკოპიეში სექტემბერში გაიმართა და ჩრდილოეთ მაკედონიამ სომხეთს ორი პენალტით მოუგო – გოლები ეზგიან ალიოსკიმ და ილია ნესტოროვსკიმ გაიტანეს.