ხმლით ფარიკაობაში საქართველოს ვაჟთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის 1/2 ფინალში გავიდა
ხმლით ფარიკაობაში საქართველოს ვაჟთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის 1/2 ფინალში გავიდა

ჩინეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ხმლით მოასპარეზე გუნდურ შეჯიბრზე საქართველოს ნაკრები ოთხ საუკეთესო გუნდშია. ქართველმა სპორტსმენებმა მერვედფინალში აშშ-ს ნაკრების დამარცხების შემდეგ მორიგი სენსაცია შემოგვთავაზეს –

ჩვენმა ბიჭებმა მეოთხედფინალში ირანის გუნდი, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 4-ე ადგილზეა, ანგარიშით 45-37 დაამარცხეს.

ნახევარფინალში საქართველოს ნაკრები, მსოფლიო რეიტინგის ლიდერს სამხრეთ კორეის ნაკრებს შეხვდება.  შეხვედრა საქართველოს დროით 10:50 საათზე დაიწყება.