ბევრისთვის მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა ორი რუსული გუნდის მატჩში. “ხიმკი” ტურნირის ერთერთ მთავარ ფავორიტთან სერიას 2-0 აგებდა და სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა. ძლიერ მეტოქეს “ხიმკიმ” საკუთარ არენაზე 6 ქულის სხვაობით 79-73 მოუგო.
მასპინძელთა შორის საუკეთესო ალექსეი შვედი გამოდგა (27 ქულა), 22 ქულით დაასრულა მატჩი გილმა. არმიელთა შემადგენლობაში კი 26 ქულით საუკეთესო კორი ჰიგინსი იყო. ოტელო ჰანტერმა 16 ქულითა და 12 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა. 15 ქულა ჩაიწერა პირად აქტივში სერხიო როდრიგესმა. მომდევნო მატჩი ამ ორ გუნდს შორის 27 აპრილს კვკავ “ხიმკის” საშინაო არენაზე შედგება.