„ხეტაფე“ კიკე სანჩეს ფლორესმა ჩაიბარა - გუნდი ესპანეთის ჩემპიონატში ბოლო ადგილზეა #1TVSPORT
„ხეტაფემ“ პრესკონფერენციაზე გუნდის ახალი მწვრთნელი წარადგინა.
ესპანურ კლუბს კიკე სანჩეს ფლორესი ჩაიბარებს, რომელიც „ხეტაფეს“ 2004-2005 და 2015 წლებში წვრთნიდა.
კიკე სანჩეს ფლორესმა გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე მიჩელ გონსალესი შეცვალა.
ესპანეთის ჩემპიონატის ახალ სეზონზე „ხეტაფე“ ძალიან ცუდად ასპარეზობს – გუნდმა რვა მატჩში მხოლოდ ერთი ქულის მოპოვება მოახერხა და ლა ლიგის სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა.