„ხელოვნების ნიმუში“ - ფიფამ და ლი ლიგამ მესის მიერ მარადონას სტილში გატანილი გოლი გაიხსენეს [ვიდეო]
ფიფამ და ლა ლიგამ სოციალური ქსელის მეშვეობით გაიხსენეს 13 წლის წინანდელი გოლი, რომელიც „ბარსელონას“ ფორვარდმა ლიონელ მესიმ „ხეტაფეს“ კარში გაიტანა. ესპანეთის თასის ნახევარფინალი 2007 წლის 18 აპრილს გაიმართა.
19 წლის მესიმ ბურთი თავის ნახევარზე მიიღო და მოატყუა ყველა მეტოქე, ვინც წინ დაუდგა, რითაც გაიმეორა თავისი თანამემამულის დიეგო მარადონას ლეგენდარული გოლი მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონატზე.
ლა ლიგამ მესის გოლს „ხელოვნების ნიმუში“ უწოდა.
ის მატჩი „ბარსელონამ“ 5:2 მოიგო, მაგრამ განმეორებით შეხვედრა 0:4 წააგო და ფინალში „ხეტაფე“ გაუშვა.