მადრიდის „რეალმა“ 2018 წელს ყველაზე მეტი დახარჯა ხელფასებზე ევროპულ საფეხბურთო კლუბებს შორის. „სამეფო კლუბის“ ხარჯი წინა წელთან შედარებით 32 პროცენტით გაიზარდა და სარეკორდო 406 მილიონი ევრო შეადგინა.
ამ მაჩვენებლით ტოპ-ათეულში ინგლისური კლუბები ჭარბობენ:
1. რეალი (ესპანეთ) – 406 მილიონი
2. ბარსელონა (ესპანეთი) – 378
3. მანჩესტერ სიტი (ინგლისი) – 334
4. მანჩესტერ იუნაიტედი (ინგლისი) – 306
5. ბაიერნი (გერმანია) – 276
6. პარი სენ-ჟერმენი (საფრანგეთი) – 272
7. იუვენტუსი (იტალია) – 264
8. ჩელსი (ინგლისი) – 256
9. ლივერპული (ინგლისი) – 244
10. არსენალი (ინგლისი) – 234