ხელბურთში საქართველოს ჭაბუკთა ჩემპიონატის ფინალურ ტურნირზე ორი ნახევარფინალისტი გამოვლინდა
ხელბურთში საქართველოს ჭაბუკთა ჩემპიონატის ფინალურ ტურნირზე “სამტრედიამ” ანგარიშით 33-18 “ქარიშხალა” დაამარცხა და “ა” ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა. “ბ” ჯგუფში აჭარის გუნდმა შედეგით 34-30 წლების განმავლობაში დაუმარცხებელ “პეგასს” მოუგო და ასევე ნახევარფინალში გავიდა. კიდევ ორი საგზურის მფლობელის ვინაობა ხვალ სპორტკომპლექს “არენაში” გამოვლინდება.
ჩემპიონატზე დასავლეთისა და აღმოსავლეთის გუნდები ერთმანეთს პირველად შეხვდნენ და ოთხივე მატჩი დასავლეთის გუნდმა მოიგო, “პეგასის” ამ თაობის გუნდი კი ბოლო ხუთ სეზონში პირველად დამარცხდა.
ჯგუფური ეტაპის მატჩები ხვალ დასრულდება.
25 მაისი.
12:00 აჭარა – თელავი
13:20 ქარიშხალა – ფოთი
14:40 პეგასი – BSB ბათუმი
16:00 სამტრედია – ყვარელი.
26 მაისს ნახევარფინალია, ხოლო 27 მაისს ფინალური შეხვედრა გაიმართება.