ხელბურთი | საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ამხანაგურ მატჩში ირანთან დამარცხდა #1TVSPORT
საქართველოს ვაჟთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა პირველი ამხანაგური მატჩი გამართა ირანთან და ბოლო წამებზე 26:27 დამარცხდა.
ჩვენი გუნდი მეორე შეხვედრას ხვალ, 25 ივლისს, 18:00 საათზე გამართავს. მატჩი ოლიმპიურ სპორტის სასახლეში შედგება.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი 2-13 აგვისტოს ზაგრებში ჩატარდება.
საქართველოს ნაკრები F ჯგუფში ნორვეგიას, მონტენეგროსა და მაკედონიას დაუპირისპირდება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
მეკარეები: გიგი რუხაძე, თემურ ქამადაძე, ირაკლი გურული.
უკანა ხაზი: გიგა მელიავა, ლევანი ფანცხავა, სანდრო დარსანია, ნიკოლოზ შერვაშიძე, გიორგი არეშიძე, დავით გრიშიკაშვილი
კუთხეები: ვახტანგ ხელისუფალი, ანრი აბულაძე, ლუკა მუკბანიანი, ნუგზარ ტარიელაძე, ალექსანდრე შიოშვილი.
ხაზები: გიორგი გრიშიკაშვილი, ლუკა ლანჩავა
მთავარი მწვრთნელი: გიორგი გვაზავა
მწვრთნელი: შოთა თევზაძე
მწვრთნელი: გიორგი ქობელაშვილი
გუნდის უფროსი: ბექა ორჯონიკიძე