ხელბურთი - საქართველოს 17-წლამდელები ხვალ შვეიცარიას შეხვდებიან
ხელბურთი - საქართველოს 17-წლამდელები ხვალ შვეიცარიას შეხვდებიან

თბილისში მიმდინარე ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატზე ხელბურთში საქართველოს გოგონათა ნაკრებმა სამიდან ორი მატჩი მოიგო და ჯგუფიდან გასვლის შანსს ინარჩუნებს.

8 აგვისტოს ჩვენი გუნდის მეტოქე შვეიცარიის ნაკრები იქნება. თამაში სპორტის სასახლეში 16.00 საათზე დაიწყება, დასწრება თავისუფალია.

შვეიცარიამ სტარტზე ორივე შეხვედრა მოიგო და დღეს ლიეტუვას ეთამაშება. ნახევარფინალში გასასვლელად საქართველოს ნაკრებს მინიმუმ ერთი ქულა სჭირდება ჯგუფის აშკარა ფავორიტ შვეიცარიასთან, ისიც იმ შემთხვევაში, თუ ლიეტუვა წააგებს ფინეთთან.  სხვა შემთხვევაში ჩვენი გუნდი ბრძოლას მეხუთე-მერვე ადგილებისთვის განაგრძობს.

A ჯგუფში ნახევარფინალისტები გამოვლინდება უკრაინა-სერბეთისა (7 აგვისტო) და უკრაინა-ფარერების (8 აგვისტო) მატჩების შემდეგ. ტურნირზე ნახევარფინალური შეხვედრები 10 აგვისტოს გაიმართება, ფინალი 11 აგვისტოს.