თბილისში მიმდინარე ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატზე ხელბურთში საქართველოს გოგონათა ნაკრები დღეს შვეიცარიის ეროვნულ გუნდს შეხვდა.
ამ მატჩამდე, ქართველ გოგონებს სამიდან ორი მატჩი ჰქონდათ მოგებული და ჯგუფიდან გასვლის შანსს ინარჩუნებდნენ.
რაც შეეხება შვეიცარიას, ამ გუნდმა სტარტზე სამივე შეხვედრა მოიგო და ჯგუფიდან გასვლა გაინაღდა, საქართველოს კი, ნახევარფინალში გასასვლელად, დღეს მინიმუმ ერთი ქულა სჭირდებოდა, ისიც იმ შემთხვევაში, თუ ლიეტუვა წააგებდა ფინეთთან.
სამწუხაროდ, მატჩი მთლიანად შვეიცარიელების უპირატესობით წარიმართა და მათივე უპირობო გამარჯვებით, 31-18 დასრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ლიეტუვა-ფინეთის მატჩის შედეგის მიუხედავად, ქართველი გოგონები ბრძოლას 5-8 ადგილებისთვის გააგრძელებენ.