ხელბურთი | „გუმერსბახმა“ „აიზენახი“ დაამარცხა - გიორგი ცხოვრებაძემ ოთხი გოლი გაიტანა #1TVSPORT
ხელბურთში გერმანიის ბუნდესლიგის მეშვიდე ტურში საქართველოს ნაკრების ლიდერის, გიორგი ცხოვრებაძის გუნდი „გუმერსბახი“ „აიზენახს“ შეხვდა და მეტოქე 34:32 დაამარცხა.
ქართველმა ხელბურთელმა შეხვედრაში ოთხი გოლის გატანა მოახერხა, ხოლო ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში მას უკვე 20 გოლი დაუგროვდა.
„გუმერსბახს“ შვიდი ტურის შემდეგ 10 ქულა აქვს და ჩემპიონატში მეხუთე ადგილზეა. მორიგ შეხვედრას ცხოვრებაძის გუნდი „პოტსდამთან“ 25 ოქტომბერს გამართავს.