ვენაში, ევროპის ხელბურთის ფედერაციის შტაბ-ბინაში, ევროპის 2019 წლის ასაკობრივი ჩემპიონატების წილისყრა გაიმართა. საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ლიტვის, ფინეთის, შვეიცარიის და ლატვიის გუნდების წინააღმდეგ 3-დან 11 აგვისტომდე თბილისში ოლიმპიურ სასახლეში ითამაშებენ.
მეორე ჯგუფში ერთმანეთს სერბეთის, ბულგარეთის, უკრაინის, ფარერების და საბერძნეთის გუნდები დაუპირისპირდებიან. ჯგუფებიდან ორ-ორი გამარჯვებული ნახევარფინალში ითამაშებს, ფინალური შეხვედრა კი 11 აგვიტოს არის დანიშნული. ანალოგიურ ტურნირს იტალიის ქალაქი პესკარა უმასპნძლებს.
ასეთივე ფორმატით გაიმართება 19-წლამდელთა ჩემპიონატიც. საქართველოს ნაკრები კლაიპედაში ლიტვის, მაკედონიისა და შვეიცარიის გუნდების წინააღმდეგ ითამაშებს.