ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა სამი ხედირამ სერიოზული ტრამვა მიიღო, იტყობინება Tuttosport.
გერმანელს დაზიანება მარცხენა მუხლზე აქვს. წყაროს ცნობით, ხედირას ამ დღეებში ოპერაციას გაუკეთებენ და იგი კლუბს მინიმუმ სამი თვის განმავლობაში ვერ დაეხმარება.
შეგახსენებთ, რომ სამი „იუვენტუსში“ მადრიდის „რეალიდან“ 2015 წელს გადავიდა.
ტურინელთა რიგებში გერმანელმა 20 მატჩი ჩაატარა და ხუთი გოლის გატანა მოახერხა.