გერმანიის ნაკრების ნახევარმცველმა სამი ხედირამ ტურინის „იუვენტუსთან“ კონტრაქტი გააგრძელა. იტალიის ჩემპიონთან ახალი ხელშეკრულება 2020-21 წლების სეზონის ბოლომდე იქნება ძალაში. გერმანელს წინა კონტრაქტს ვადა 2019 წლის ზაფხულში ეწურებოდა.
ბოლო სამი სეზონის განმავლობაში, ხედირამ „იუვენტუსის“ ფეხბურთელებს შორის, მოედანზე ყველაზე მეტი დრო – 8882 წუთი გაატარა. მან 113 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 86 გამარჯვება მოიპოვა.
31 წლის გერმანელი „იუვენტუსში“ 2015 წელს გადავიდა და ტურინელებთან ერთად 3 სკუდეტო, 3 იტალიის თასი და ქვეყნის სუპერთასი მოიგო.
ხედირას გარდა, ამ სეზონში „იუვენტუსმა“ კონტრაქტები ანდრეა ბარძალისთან, ჯორჯო კიელინისთან და მირალემ პიანიჩთანც გაახანგრძლივა.