ბერლინის „ჰერტამ“ გამოაცხადა „იუვენტუსიდან“ გერმანელი ნახევარმცველის სამი ხედირას ტრანსფერის შესახებ. გერმანულ კლუბს არ გაუმჟღავნებია მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონთან კონტრაქტის დეტალები. სავარაუდოდ, ხედირა „ჰერტაში“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. ბერლინურ გუნდში 33 წლის ფეხბურთელი 28-ე ნომრით ითამაშებს.
ასე რომ, ხედირა დაბრუნდა გერმანიაში, სადაც „შტუტგარტში“ თამაშობდა 2010 წელს „რეალში“ გადასვლამდე. „იუვენტუსში“ გერმანელი 2015 წლიდან გამოდიოდა.