ტურინის იუვენტუსის ნახევარმცველმა სამი ხედირამ ატალანტასთან (0:3) მარცხის შემდეგ განაცხადა, რომ მეტოქემ გამარჯვება დაიმსახურა.
„ძალიან არასასიამოვნოა ასეთი მარცხი, მაგრამ ეს ფეხბურთია და უნდა შევეგუოთ. ეს არ ყოფილა ჩვენი საუკეთესო საღამო, ატალანტამ შესანიშნავი თამაში ჩაატარა და ყველაფერში გვაჯობა, დაიმსახურა გამარჯვება და ნახევაფინალში წარმატებას ვუსურვებთ. ასეთი ტიპის თამაშები შესაძლოა სეზონის განმავლობაში იყოს, თუმცა ჩემპიონატზე ეს გავლენას არ ახდენს. ბევრი შეცდომა დავუშვით და სწორია, რომ ატალანტა შემდეგ ეტაპზე გავიდა“, – თქვა ხედირამ.
შეგახსენებთ, რომ იუვენტუსი იტალიის თასის გათამაშებას გამოეთიშა.