ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში დღეს ხუთ წონით კატეგორიაში ხუთი ქართველი გამოვიდა, რომელთაგან ნახევარფინალში გასვლა მხოლოდ ჯონი ხეცურიანმა (67კგ) შეძლო.
ფრიდონ აბულაძე (60კგ) და გელა ბოლქვაძე (82კგ) მეოთხედფინალში დამარცდნენ, რობერტ კობლიაშვილი (97კგ) კი – მერვედფინალში. რამაზ ზოიძემ (72კგ) შეხვედრა კვალიფიკაციაში დათმო. ნახევარფინალები 18:45 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ კონტინენტის პირველობაზე დღეს გუშინდელი წონითი კატეგორიების ფინალურ ბლოკში ოთხ ქართველ მოჭიდავეს ვიხილავთ. შეჯიბრებაზე ოქროს მედლისთვის ლერი აბულაძე (63კგ) იჭიდავებს, ბრინჯაოსთვის კი ნუგზარ წურწუმია (55), ლაშა გობაძე (87) და იაკობ ქაჯაია (130) იბრძოლებენ.
ფინალური ბლოკი 20:00 საათზე დაიწყება.