„პარი სენ-ჟერმენის” ფორვარდი ხავიერ პასტორე „რომაში“ გადავიდა.
დედაქალაქურმა კლუბმა 29 წლის არგენტინელთან 2023 წლის 30 ივნისამდე გააფორმა კონტრაქტი.
როგორც ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომაელებს ეს ტრანსფერი 24.7 მილიონ ევრო დაუჯდათ.
„რომაში“ პასტორე 27-ე ნომრით ითამაშებს.
პასტორე 2009-2011 წლებში თამაშობდა იტალიაში. „პალერმოს“ ღირსებას იცავდა, რის შემდეგაც, 42 მილიონად გადავიდა “პარი სენ-ჟერმენში” და ამ გუნდთან ერთად 19 ტიტული მოიგო.